"საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხო არ არის" - ასობით ტურისტმა ჯავშანი გააუქმა

11.05.22 12:13
"საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხო არ არის" - ასობით ტურისტმა ჯავშანი გააუქმა

გახშირებული კრიმინალი და გაძარცვული ტურისტები - საუდის არაბეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ  საქართველოში მოგზაურობა  უსაფრთხო აღარ არის. ქვეყნის საელჩო მათ  საქართველში ჩამოსვლისგან თავის შეკავებას  სთხოვს, ასობით ტურსიტმა კი  ჯავშანი უკვე გააუქმა. 

დიპლომატიური უწყება საკუთარ განცხადებაში ასევე  წერს, რომ განსაკუთრებით საფრთხის შემცველი ტურისტებისთვის დედაქალაქის ცენტრალური უბნებია. მათივე ცნობით, საელჩოს დღეში საშუალოდ ათამდე მოქალაქე მიმართავს, რომელსაც საქართველოში უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემა შეექმნა.

40-მა ადამიანმა ერთ რეისზე ჯავსანი გააუქმა. წარმოიდგინეთ, რომ 156 კაციან ჯგუფში რომ 40 ადამიანი არ მოვა უკვე სკმადო სერიოზულია. ეს თემა აქტუალური იყო 2019 წელსაც და 2019 წელს შსს-მ რაღაცნაირად ეს თემა დაალაგა, ეს პროცესი ძალიან სწრაფად უნდა დარეგულირდეს, რადგან სეზონი იწყება ახლა და პირველი ემოცია, რაც ტურისტს უდნა დაეუფლოს ქვეყანაშ შემოსვლისას, ეს უდნა იყოს უსაფრთხოება, -ამბობენ ტუროპერატორები. 

ტუოპერატორები საქართგველოს ხელისუფლებას სიატუაციის დარეგულირებისკენ მოუწოდებენ, რათა ქვეყანაში ტურისტული სეზონი არ ჩავარდეს. 

მსგავსი სიახლეები