ზეიმად გადაქცეული პანაშვიდი - 22 წლის ბექა ტაბაღუა ცოცხალი აღმოჩნდა
22 წლის ბექა ტაბაღუა, რომელიც ოჯახის ინფორმაციით, პოლონეთში მოკლული იპოვეს, ცოცხალი აღმოჩნდა. ტაბაღუები, რომლებიც დილიდან სამძიმარს იღებენ "ტვ პირველს" ეუბნებიან, რომ მკვლელობის შესახებ მიღებული ცნობა ტყუილი აღმოჩნდა.
ერთ-ერთი ვერსიით ახალგაზრდა კაცი დაჭრილია და საავადმყოფოშია მოთავსებული. ტაბაღუების მონათხრობის თანახმად, ბიჭი გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი, თუმცა გადარჩა.