დავით კოდუას პატიმრობა შეუფარდეს

14.04.21 13:30
დავით კოდუას პატიმრობა შეუფარდეს

ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ბიზნესმენს, დავით კოდუას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - გადაწყეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომან ხორავამ, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

დაცვის მხარე კოდუას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, პროკურატურა კი პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

მოსამართლის თქმით, დაცვის მხარემ ის ვერ დაარწმუნა, რომ კოდუას მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

ბიზნესმენი დავით კოდუა ცოლსა და შვილზე ძალადობის ბრალდებით 3 დღის წინ დააკავეს. კოდუას მეუღლემ ძალადობის ფაქტი თავიდან დაადასტურა, თუმცა მოგვიანებით უარჰყო.

მსგავსი სიახლეები