ძალადობის შესახებ თეატრში ყველამ იცოდა - რუსთაველის თეატრის მსახიობი
მას შემდეგ, რაც მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმარი ძალადობაში ამხილა, მსახიობების დიდი ნაწილის ბესო ზანგურის თეატრიდან წასვლას მოითხოვს. მსახიობი თამთა ინაშვილი ნინუცა მაყაშვილს ღია მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ბესო ზანგურთან ერთად სცენაზე არ დადგება. ინაშვილის თქმით, ძალადობის ფაქტის შესახებ თეატრში ყველამ იცოდა, მაგრამ სამსახურის დაკარგვის შიშით დუმდნენ.
ეს არის ის საშინელი ინერცია, რომელშიც ჩვენი თეატრია და საერთოდ, თეატრალური საზოგადოება. ამ ყველაფრის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა, უბრალოდ, არავინ საუბრობდა. სულ ხარ რაღაცა შიშში, შენი რაღაც პოზიციისთვის სულ ცდილობენ, რომ დაგჩაგრონ, მითუმეტეს, ქალებს უფრო მეტად აჩუმებენ. ნინუცას მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო, რომ 11 წლის მერე ამაზე ილაპარაკა. ეროვნული თეატრის მთავარი მსახიობი არ უნდა იყოს მოძალადე. არა, მე მასთან ერთად არ ვითამაშებ და საერთოდ ვთვლი, რომ ეს ადამიანი უნდა წავიდეს, - აცხადებს ინაშვილი.
თეატრის ადმინისატრაციას ამ დრომდე ბესო ზანგურისთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილება არ შეუწყვიტავს.