მაჩვენეთ, ვინ გაათავისუფლეს თეატრიდან პოლიტიკური ნიშნით - რუსთაველის თეატრის დირექტორი

14.04.21 13:54
მაჩვენეთ, ვინ გაათავისუფლეს თეატრიდან პოლიტიკური ნიშნით - რუსთაველის თეატრის დირექტორი

რუსთაველის თეატრის დირექტორი გიორგი თევზაძე თეატრისა და ბესო ზანგურის ირგვლივ განვითარებულ სკანდალს ეხმიანება. თევზაძე ადასტურებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა ამბობს, რომ ფაქტი დადასტურებული არ არის. 

რუსთაველის თეატრის დირექტორი ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ თეატრში განსხვავებულ აზრს ახშობენ და მსახიობებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ.

ჩვენ ყველანაირ ძალადობას ვგმობთ, დანარჩენს ვერაფერს გეტყვით. დაადასტურონ სულ ყველაფერი და როგორც გადაწყდება, ისე იქნება. ვინ გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით? ერთი გვარი დამისახელეთ. ვინ ახშობს კრიტიკულ აზრს? ერთი ვინმე მითხარით, ვინ გააგდო თეატრმა პოლიტიკური შეხედულებების გამო და მე თეატრიდან წავალ, - აცხადებს თევზაძე.

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლიანი დუმილის შემდეგ ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური, ძალადობაში ამხილა. 
 

მსგავსი სიახლეები