ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის 5 დღიანი კარანტინი უქმდება

14.04.21 14:02
ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის 5 დღიანი კარანტინი უქმდება

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის 5 დღიანი კარანტინი უქმდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

19 აპრილიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან. ასევე ისინი ნებაყოფლობით ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.

ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კი მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.