სამეგრელოში ბაბუამ 24 წლის შვილიშვილი დაჭრა

14.04.21 14:29
სამეგრელოში ბაბუამ 24 წლის შვილიშვილი დაჭრა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯახუთში ხანში შესულმა მამაკაცმა 24 წლის შვილიშვილი დაჭრა. დაშავებულს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ბაბუა პოლიციამ უკვე დააკავა. რაც შეეხება დაჭრილს, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრში აცხადებენ, რომ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.