გუმათთან გზა კვლავ ჩაკეტეს - აქცია ქუთაისში მიმდინარეობს

14.04.21 15:07
გუმათთან გზა კვლავ ჩაკეტეს - აქცია ქუთაისში მიმდინარეობს

 ამ წუთებში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე არიან შეკრებილები. მსვლელობა პარლამენტის შენობიდან დაიწყო და ნამახვან ჰესის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათისკენ მიემართებოდნენ, თუმცა პოლიციამ გზა გადაკეტა. რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება ადგილზე გაეგრძელებინათ პროტესტი.

რიონის ხეობაში სიტუაცია დილიდან დაიძაბა.პოლიციამ დილის 5 საათზე რკინის ბარიკადები აღმართა. ფაქტს რიონის ხეობის მცველები რკინის ბარიკადებზე ხელების დარტყმით აპროტესტებდენ.

რიონის მცველები სამართალდამცავებს სთხოვენ, სოფელ გუმათჰესთან აღმართული ბლოკპოსტი აიღონ და პროტესტის მონაწილეებს ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება მიეცეთ.

გუშინ აქტივისტებმა გზა გადაკეტეს და კომპანია ENKA-ს ავტომობილებს სამშენებლო ზონისკენ არ ატარებდნენ. პროტესტის მონაწილეების თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციამ აქტივისტებსა და მოსახლეობას გადაადგილების უფლება შეუზღუდა.

მსგავსი სიახლეები