მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ძალადობაში ამხელენ

14.04.21 15:11
მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის წამყვან მსახიობს, ბესო ზანგურს, კიდევ ერთ ძალადობაში ამხელენ. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტშიც შეესწრო.

დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტშ, ბევრი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე, ვნახე, ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს. სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად! “დაგმობა” ცოტაა! დაცინვას უფრო ჰგავს ეგ:expressionless:ჰოდა, ვინც ძალადობას არ ემიჯნებით, ,,ეროვნული სტატუსიც” უკან გაიკეთეთ!, - წერს მაცხონაშვილი.
 

 მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლიანი დუმილის შემდეგ ყოფილი მეუღლე, რუსთაველის თეატრის მსახიობი,  ბესო ზანგური, ძალადობაში ამხილა.