დაუშვებელია კატეგორიული ტონი - საპატრიარქო რიონის ხეობის მოვლენებზე

14.04.21 15:29
დაუშვებელია კატეგორიული ტონი - საპატრიარქო რიონის ხეობის მოვლენებზე

"დაუშვებელია კატეგორიული ტონი" - საპატრიარქო რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია, დაიწყოს დიალოგი.

შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს. დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას. პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას -ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები