ისედაც ვაპირებ წასვლას, მოდით და მოაწყვეთ ორგიები - რობერტ სტურუა

14.04.21 16:00
ისედაც ვაპირებ წასვლას, მოდით და მოაწყვეთ ორგიები - რობერტ სტურუა

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა თეატრიდან წასვლა დაანონსა. რობერტ სტურუას პოსტს, სადაც ის მსახიობ ბესო ზანგურის დაცვას შეეცადა და ნინუცა მაყაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა, საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა. პოსტის კომენტარებში რეჟისორმა დაწერა, რომ თეატრიდან წასვლას აპირებს;

ისედაც ვაპირებ წასვლას, მოდით და მოაწყვეთ ორგიები, - წერს სტურუა სოციალურ ქსელში. 
 

  მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლიანი დუმილის შემდეგ ყოფილი მეუღლე, რუსთაველის თეატრის მსახიობი,  ბესო ზანგური, ძალადობაში ამხილა. ყოფილი მეუღლის შემდეგ მსახიობი ძალადობაშ კიდევ ერთმა რეჟისორმა ამხილა. 

მსგავსი სიახლეები