ცენტრალური მოედანი ხალხით გადაივსო - პროტესტმა ქუთაისში გადაინაცვლა

14.04.21 16:35
ცენტრალური მოედანი ხალხით გადაივსო - პროტესტმა ქუთაისში გადაინაცვლა

ქუთაისის ცენტრალური მოედანი აქციის მონაწილეებით გადაივსო. ხალხის სიმრავლის გამო ცენტრალური გზა გადაიკეტა.

ცენტრალურ მოედანზე რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

თავდაპირველად აქციის მონაწილეები პარლამენტის ყოფილი შენობიდან მსვლელობით გუმათისკენ დაიძრნენ, თუმცა პოლიციამ გზა გადაკეტა, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, პროტესტის კერად ქუთაისი დარჩენილიყო.

ვითარება რიონის ხეობაში დილიდან დაიძაბა, მაშინ როცა 5 საათზე პოლიციამ ბარიკადებით გზა გადაკეტა. 

ფაქტს რიონის ხეობის მცველები რკინის ბარიკადებზე ხელების დარტყმით აპროტესტებდენ.

რიონის მცველები სამართალდამცავებს სთხოვენ, სოფელ გუმათჰესთან აღმართული ბლოკპოსტი აიღონ და პროტესტის მონაწილეებს ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება მიეცეთ.

გუშინ აქტივისტებმა გზა გადაკეტეს და კომპანია ENKA-ს ავტომობილებს სამშენებლო ზონისკენ არ ატარებდნენ. პროტესტის მონაწილეების თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციამ აქტივისტებსა და მოსახლეობას გადაადგილების უფლება შეუზღუდა.

 

მსგავსი სიახლეები