ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ღამეს ქუთაისში გაათევენ

14.04.21 17:23
ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ღამეს ქუთაისში გაათევენ

ქუთაისში ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები და ღამის გათევას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აპირებენ. აქციის მონაწილეები სოფელ გუმათში ჩასვლას ავტოკოლონით გეგმავდნენ, თუმცა პოლიციამ მათ გზა გადაუკეტა და გაადადგილების უფლება არ მისცა. ამიტომ აქციის მონაწილეების გეგმები შეიცვალა და ისინი ამ დრომდე ქუთაისის ცენტრში იმყოფებიან. აქციის მონაწილეებს რიონის ხეობის მცველები გუმათიდანაც შეუთდნენ.

ეროვნული მსვლელობა- ასე დარქვეს ხეობის მცველებმა აქციას. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგებმა ქალაქს წრე დაარტყეს და ცენტრში გააგრძელეს პროტესტი. აქციის მონაწილეებს იმერეთის სამხარეო პოლიციის შეფმა მიმართა და მოუწოდა, არ გადაკეტონ ქუჩა, რათა სასრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილებაში ხელი არ შეეშალოს

ამ წუთებში ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანია შეკრებილი.