არ შეიძლება, აპლოდისმენტებს იმსახურებდეს მოძალადე - თეატრალები ზანგურის წინააღმდეგ

14.04.21 17:17
არ შეიძლება, აპლოდისმენტებს იმსახურებდეს მოძალადე - თეატრალები ზანგურის წინააღმდეგ

არ შეიძლება, აპლოდისმენტებს იმსახურებდეს მოძალადე, - ამის შესახებ რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ტვ პირველთან საუბრობს. მაცხონაშვილი ადასტურებს, რომ წლების წინ თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო ფაქტს, როდესაც ბესო ზანგური მეგობარ გოგოს უმოწყალოდ სცემდა. რეჟისორი ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ თეატრალურ სსაზოგადოებას მსახიობის მიმართ არაადეკვატურ რეაქცია ჰქონდა. 

მეგობარ გოგოსთან ერთად იყო, შველას ითხოვდა ეს გოგო და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩავრეულიყავით, დაგაგვეშველებინა. ადგილი ჰქონდა აგრესიას როგორც ფიზიკურს, ისე სიტყვიერს, ბესოს მხრიდან. არაადეკვატური რეაქცია ჰქონდათ და სოლიდარობა ჰქონდა ზოგადად, ქართულ თეატრს და თეატრალებს ნინუცას მიმარ., გადავწყვიტე, გამეკეთებინა ეს განცხადება. კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიყვანოთ ეს ადამიანი. არ შეიძლება, აპლოდისმენტებს იმსახურებდეს მოძალადე - ამბობს მაცხონაშვილი.

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლიანი დუმილის შემდეგ ყოფილი მეუღლე, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, ძალადობაში ამხილა. 

ბესო ზანგური ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას თავად აპირებს. 

ნინუცა მაყაშვილი და ბესო ზანგური საგამოძიებო უწყებაში არიან დაბარებულები. მაყაშვილი უწყებაში მისვლას და სამართლებივი დავის დაწყებას არ აპირებს.
 

მსგავსი სიახლეები