რიონის ხეობის 1 მცველი თავისუფალია, 8 კი მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება

14.04.21 18:24
რიონის ხეობის 1 მცველი თავისუფალია, 8 კი მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება

ამ წუთებში ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ქუთაისის სასამართლოსთან არიან შეკრებილები. სასამართლოში სოფელ გუმათში დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. რიონის ხეობის 1 მცველი სასამართლომ უკვე გამოუშვა, დანარჩენი 8-ის პროცესი კი მიმდინარეობს. 

 საპროტესტო აქციაზე რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი, ვარლამ გოლეთიანი, გამოვიდა და მოუწოდა მოსახლეობას, პროტესტი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გამოხატოს.

 

მოვუწოდებ მოსახლეობას, გამოდით თქვენი საცხოვრებლების მიხედვით, თუ ხელისუფლებამ ჩვენი მოთხოვნა არ შეასრულა, უნდა მოვაწყოთ მასშტაბური აქცია თბილისში. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, გავიდეს ,,ენკა" რიონის ხეობიდან. ისინი აზიანებენ გარემოს, ხელისუფლებამ  აიღოს პაუზა და ევროსტანდარტების დონეზე ვიმსჯელოთ, რა ტიპის ენერგომატარებლები უნდა აშენდეს. ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ფართომასშტაბიანი აქციები გაგრძელდება - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია უკვე 171 დღეა, რაც მიმდინარეობს.