რუსთაველის თეატრი აუქმებს 17 აპრილის სპექტაკლს, რომელშიც ბესო ზანგური თამაშობს

14.04.21 18:40
რუსთაველის თეატრი აუქმებს  17 აპრილის სპექტაკლს, რომელშიც ბესო ზანგური თამაშობს

რუსთაველის თეატრი ხსნის 17 აპრილის სპექტაკლს, რომელშიც ძალადობაში დადანაშაულებული ბესო ზანგური თამაშობს. 

თეატრმა განცხადება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ძალადობას გმობენ. 

ვგმობთ ძალადობას და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას, მოვხსნათ 17 აპრილს დანიშნული სპექტაკლი ,,იულიუს კეისარი" - ნათქვამია განცხადებაში. 

რუსთაველის თეატრი მაყურებელს მიმართავს, რომ  შეძენილი ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. 

ბილეთები შეგიძლიათ, დააბრუნოთ თეატრის სალაროში, ხოლო საიტზე www.biletebi.ge შეძენილი ბილეთების თანხა დაგიბრუნდებათ ანგარიშზე - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში დაადანაშაულა. 

გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის, ბესო ზანგურის, მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ყოფილი მეუღლე მასზე სისტემატიურად ძალადობდა.  

ნინუცა მაყაშვილს მხარდაჭერა კოლეგებმაც გამოუცხადეს. მათმა ნაწილმა ბესო ზანგურთან ერთად სცენაზე დგომა აღარ ისურვა.