52 წლის კაცის მკვლელობისთვის 34 წლის ახალგაზრდაა დაკავებული - რა მოხდა ხაშურში

24.05.22 15:53
52 წლის კაცის  მკვლელობისთვის 34 წლის ახალგაზრდაა დაკავებული - რა მოხდა ხაშურში

სასტიკი დანაშაული ხაშურში - პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1965 წელსკაცს,  რომელიც, მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული გ.ბ. მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს.
პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

 

მსგავსი სიახლეები