გაუჩინარებული საგანძური - წულუკიანმა ეროვნული მუზეუმიდან "საირხის ექსპონატების" დაფა გააქრო
თანამშრომლების გაშვების შემდეგ წულუკინმა ეროვნული მუზეუმიდან ექსპონატების გატანაც დაიწყო. მუზეუმის ოქროს ფონდიდან ე.წ "საირხის ექსპონატების" დაფა გაქრა. გავრცელებული ინფორმაციით, საგანძური შენობიდან წულუკიანის ბრძანებით გაიტანეს და ხელოვნების იმ მუზეუმის საცავში გადაიტანეს, რომელიც ინგრევა.
მეცნიერ თანამშრომლები ამბობენ, რომ ასეთი რამ ჯერ არ ახსოვთ. მათთვის გაუგებარია, რატომ გადამალა წულუკინმა ოქროს ფონდი.
ამის ამოღება ვიტრინიდან და წაღება ამორტიზირებულ ამირანაშვილის მუზეუმში, ეს არის, მე ვთვლი, დანაშაული. მოშალეს გამოფენის კონცეფცია. ჩვენი ისტორიიდან ამოიღეს ერთი ნაწილი და გადააგდეს, ჩადეს ყუთში. ამით არის კმაყოფილი წულუკიანი, - ამბობს მუზეუმის თანამშრომელი.
ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი მარსაგიშვილი "პირველების" კითხვებმა დააბნია. მარსაგიშვილმა თავდაპირველად თქვა, რომ საირხის ექსპონატები ხელოვნების მუზეუმში არ არის, თუმცა შემდეგ ნათქვამი უარყო და თქვა, რომ საგანძური იქ ინახება, თუცმა დამთვალიერებელი მათ ნახვას ვერ შეძლებს.
შეიძლება ათხოვოს ერთმა მუზეუმმა მეორეს ერთი წლით და შემდეგ ერთი წლით გააგრძელოს. საირხის მასალა იყო ხელოვნების მუზეუმის და დაუბრნდა ხელოვნების მუზეუმს. 18 ექსპონატია, - ამბობს მარსაგიშვილი.
მარსაგიშვიმა ასევე, პირდაპირ თქვა, რომ წულუკიანი სამართლიანი მინისტრია და მისი მმართველობით კმაყოფილია.
წულუკიანის მმართელობა მომწონს. ერთხელ და სამუდამოდ უსამართლობს უნდა დაედოს ბოლო. ჩემთვის საუკეთესოა, - ამბობს მარსაგიშვილი.
ეროვნული მუზეუმის გათავისუფლებული თანამშრომლები დღეს 16:00 საათზე მინისტრ თეა წულუკიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას აანონსებენ. მათი თქმით, დანებებას არ აპირებენ და კულუტურის მინისტრის წინიააღმდეგ სასამაღთლოშ საჩივრის შეტანასაც გეგმავენ.