რამდენიმე მასწავლებელს სიცხე აქვს - თბილისის 51-ე სკოლა სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადადის
თბილისის 51-ე სკოლა სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადადის. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე მასწავლებელს ტემპერატურის მატება აღენიშნება.
პირველადი ინფორმაციით, მათი ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგები 2 კვირაში ერთხელ სავალდებულო ტესტირებას იტარებენ.