5 მოსამართლე, რომელიც პროგრამაში ლაშა ჩხიკვაძესთან ერთად იყო და შტატებში არ მიდის - ჩამონათვალი

28.05.22 11:11
5 მოსამართლე, რომელიც პროგრამაში ლაშა ჩხიკვაძესთან ერთად იყო და შტატებში არ მიდის - ჩამონათვალი

ნინო ნაჭყებია; ხათუნა ხარჩილავა; მაია ქოქიაშვილი; გიზო უბილავა; რომეო ტყეშელაშვილი - ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებიც აშშ-ში დაგეგმილი პროგრამაში არ მიდიან.

აიძულა თუ არა ხელისუფლებამ საქართველოს მთავრი სტრატეგიული პარტნიორისთვის დემარში გამოეცხადებინათ? - არც ერთი მოსამართლე მედიასთან არ ჩნდება და კომენტარს არ აკეთებს.

ხუთივე მოსამართლე 2-თვიან ტრენინგზე შტატებში დღეს უნდა გამგზავრებულიყვნენ, თუმცა ისინი საზღვარგარეთ არ წავიდნენ. 

"პირველების" ინფორმაციით, ამერიკის საელჩომ სასწრაფო წესით, მოსამართლეები, ადვოკატებით და არასამთავრობო ორგანიზაციებით ჩაანაცვლა.

წყარო პირველებს უყვება რომ ერთ-ერთი ვინც პროგრამაში მოხვდა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელია", რომელიც დილით შტატებში უკვე გაემგზავრა.

ცნობისთვის, ყველაფერი თავდაყირა მას შემდეგ დადგა რაც შეერთებული შტატების საელჩომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე  სასწავლო პროგრამიდან ამოაგდო. 

 

 

მსგავსი სიახლეები