მოსამართლეების უარი აშშ-ს - ოპოზიცია დიდი დემარშის უკან ხელისუფლების კვალს ხედავს
ვინ აიძულა მოსამართლეები უარი ეთქვათ ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის? - ოპოზიცია დიდი დემარშის უკან ხელისუფლების კვალს ხედავს.
ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ შტატებში გამგზავრებაზე უარი მოსამართლეებს საკუთარი ნებით არ უთქვამთ და ამის გაკეთება ქართულმა ოცნებამ აიძულა.
კობახიძის განცხადება მოწოდება იყო მოსამართლეებისთვის, რომ მათ გამოეჩინათ სოლიდარობა, რომ თუ მოსამართლე ჩხიკვაძე არ აღმოჩნდებოდა იმ სიაში, როემლიც გამიზნული იყო ამედრიკის შეერთებული შტატებში ვიზიტისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ მმაღტველი პარტია ღიად, დაუფარავად, პირდაპირ აღიარებს, რომ ის სასამართლო ხელისუფლებას მართავს და მათ შორის არის გარიგება"- აცხადებს ეკა ბესელია.
სალომე სამადშვილის თქმით, ხელისუფლება შანტაჟის ენით საუბრობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად შანტაჟის ენით დაწიყო საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გააგზავნა გზავნილი მოსამართლეებთან, რომლებიც "კლანიც" კი არ არინ, რადგან "კლანი" საკუთარ თავს თავად უნდა მართავდეს. ესენი არიან ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" მონათა შემადგენლობა. როგორც ჩანს ამის შედეგია, რომ არცერთი მოსამართე აღარ მონაწილეობს ამ პროგრამაში"- აცხადებს დეპუტატი.
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის გიგა ბოკერიას შეფასებით, "ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება და მისი მორჩილი სასამართლო, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში არიან შეერთებულ შტატებთან.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების საელჩომ ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა, შტატებში ამავე პროგრამის მონაწილე არც დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლე გაემგზავრა.