სუს-მა პროვოკაცია მოგვიწყო - მოჭიდავე ძმები წულუკიძეები დააკავეს

15.04.21 11:31
სუს-მა პროვოკაცია მოგვიწყო - მოჭიდავე ძმები წულუკიძეები დააკავეს

ბათუმში მოჭიდავეები, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები, დააკავეს - დაკავებულები ამბობენ, რომ მათ ნამოხვანის აქციაზე პროვოკაცია მოუწყვეს. დააკავეს ასევე ძმები ირაკლი და გელა ჭელიძეები.

სუს-მა პროვოკატორები დაგვახვედრა, ერთი პირი მოვიდა და მითხრა - შენ ის არ ხარ, მელიას რომ იცავდიო? უნდათ, შექმნან აზრი, რომ ჩვენ ილია მეორეს ვაგინებდთ, ღმერთმა დამიფაროს"- აცხადებს დაკავებული მოჭიდავე. 

ძმები წულუკიძეები ჭელიძესთან ერთად იმერეთში აქციაზე რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ და აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს და დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.


ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს.