შსს-მ ის პირები დაკავა, ვინც კონფლიქტის დროს იქ არ იმყოფებოდა - რა მოხდა რიონის ხეობაში

15.04.21 13:55
შსს-მ ის პირები დაკავა, ვინც კონფლიქტის დროს იქ არ იმყოფებოდა - რა მოხდა რიონის ხეობაში

ტვ პირველმა ამერიკის მოქალაქე, ქეთი ბექაური, ჩაწერა, რომელიც თვითმიხლველია რიონის ხეობაში მომხდარი იცინდენტის, სადაც ბათუმელი აქტივისტები დააკვეს. ბექაური ამბობს, რომ დაზარალებული თავადაა და გამოძიება არც კი დაინტერესებულა, თუ რა ინფორმაციას ფლობდა მომხდარზე. პოლიტიკური ნიშნით დაკავებებს არ გამორიცხავენ არც დაკავებული აქტივისტების ახლობლები.

ქეთაევან კობაური, რომელიც რიონის ხეობის მცველთა მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა, ჰყვება, რომ შსს-მმ ის პირები დააკავა, ვინც კონფლიქტის დროს იქ არ იმყოფებოდა. პროვოკაცია კი სუს-ის მიერ შემოგზავნილმა პირებმა მოაწყვეს.

აქციაზე დაგვხვდა სამი პირი, რომელნამაც ჩემს თანმხლებ ბიჭებს დაუღრიალა, აქ ,,ნაცების" ადგილი არ არისო, მე ვუთხარი, რომ ესენი ,,ნაცები" არ არიან. ესენი ხელისუფლების მიერ შემოგზავნილი აგენტები იყვნენ,  რომლებმაც შეურაცხყოფა მომაყენეს, შემაგინეს და ხელი მკრეს. ჩემმმა თანმხლებებმა კი დამიცვეს. დაზარალებული მე ვარ და არავის დავუკითხივარ. შსს-მ კი ის პირები დააკავა, ვინც კონფლიქტის დროს იქ არ იმყოფებოდა - იხსენებს ქეთევან კობაური. 

დაკავებული ბათუმელი ძმების, ფირუზ და რეზო წულუკიძეების, ახლობლები ჰყვებიან, რომ  დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან ძმები დაპირისპირებული იყვნენ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, თორნიკე რიჟვაძესთან. გარადა ამისა, ფირუზ და რეზო წულუკიძეები ჩართული იყვნენ 15 მაისს დანიშნული დიდი საპროტესტო აქციისთვის ხალხის მობილიზებით.

რიონის მცველთა მხარდამჭერ აქციაზე გუშინ მოჭიდავე ძმები წულუკიძეები დააკავეს.

დაკავებულების ახლობლებმა სახალხო დამცველს მიმართეს და ელოდებიან, როდის შევა სახალხო დამცველის წარმომადგენელი წულუკიძეების მოსანახულებლად. მათი სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები