პროტესტს ქართველი ხალხის გარდა სხვა სპონსორი არ ჰყავს - რიონის ხეობის მცველი

15.04.21 16:53
პროტესტს ქართველი ხალხის გარდა სხვა სპონსორი არ ჰყავს - რიონის ხეობის მცველი

რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, ილია ძოწენიძემ აქციის სპონსორობა შემოგვთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარით - განაცხადა რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა, მირზა ნოზაძემ. მისი განმარტებით, ,,გულწრფელ პროტესტს არ ჰყავს სხვა სპონსორი, გარდა ქართველი ხალხისა".

კარავში გაგვეცნო ილია ძოწენიძე, რომელმაც გვითხრა, რომ  არის სოფელ რიონის ხეობის მცხოვრები და რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი, შემოგვთავაზა დახმარება.  მას განვუცხადეთ, რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებდა ამ პროცესში ჩართვას. პროტესტში რიგით წევრად დგომა არ ეკრძალება არც ერთ ადამიანს, მიუხედავად მათი რელიგიური, თუ ეთნიკური კუთვნილებისა, თუმცა ისინი ვერ გაბედავენ პროცესში ჩართვას და მედიას არ გამოუვა პროცესის რადიკალიზება, სპეკულაცია.  ყველამ კარგად იცის, რომ ამ გულწრფელ პროტესტს არ ჰყავს სხვა სპონსორი, გარდა ქართველი ხალხისა - განაცხადა მირზა ნოზაძემ.

 სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია უკვე 172 დღეა, რაც მიმდინარეობს.  დრეა ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ განაცხადა, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ნამოხვანის აქციის დაფინანსებას ცდილობს.