სუსის მიერ დადგეგმილი პროვოკაცია - დაკავებული აქტივისტების ადვოკატი

15.04.21 17:40
სუსის მიერ დადგეგმილი პროვოკაცია - დაკავებული აქტივისტების ადვოკატი

სუსის მიერ დადგეგმილი პროვოკაცია - ასე აფასებს დაკავებული ბათუმელი აქტივისტების ადვოკატი, ირაკლი შავაძე, მისი დაცვის ქვეშ მყოფების დაკავების ფაქტს. 

ირაკლი შავაძე აცხადებს, რომ სუს-ი და პოლიცია დაკავებულია აქციაზე პროვოკაციების მოწყობით, რათა ხეობის მცველთა პროტესტი გაანეიტრალოს.

პოლიციის მანქანაში ისხდნენ პოლიციელები და მას, ახვლედიანს, მიუთითეს ერთ პიროვნებაზე, რომლისთვისაც პროვოკაცია უნდა მოეწყო. ეს ადამიანი განერიდა სიტუაციას და გადარჩა. შემდეგ წულუკიძეს მიადგნენ. მას პროვოკაცია მოუწყვეს და პოლიციამ დააკავა. - ამბობს ადვოკატი.

რიონის ხეობაში ჰესის აშენების მოწინააღმდეგეთა პროტესტი უკვე 172 დღეა, რაც მიმდინარეობს. გუშინ აქციაზე სამართალდამცველებმა ბათუმელი აქტივისტები დააკავეს. დაკავებულების ადვოკატისთვის საქმის მასალები ამ დრომდე არ გადაუციათ.