სამი წლის შემდეგ დაკავებული გიორგი მენაბდე - ხორავას ქუჩის საქმე თავდაყირა დგება

15.04.21 18:20
სამი წლის შემდეგ დაკავებული გიორგი მენაბდე - ხორავას ქუჩის საქმე თავდაყირა დგება

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა, გიორგი მენაბდის დაკავების ფაქტს "ტვ. პირველთან" ეხმაურება. 

მისი თქმით, ობიექტური გამოძიების პირობებში მოქმედება, რაც დღეს შესრულდა, 3 წლის წინ უნდა განხორციელებულიყო. 

უფლებადამცველის აზრით, დანა, რომელიც ინკოგნიტოა მენაბდეს ეჭირა ხელში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, თავდაყირა აყენებს ხორავას ქუჩის საქმეს თავდაყირა აუენებს. უფრო სწორედ მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ გამოტანილ უკანო განაჩენს. რამეთუ მოსაზრება, რომ გიორგი მენაბდე უნდა ყოფილიყო იმ დანის პატრონი, რომელიც ინკო-გნიტოდ არის საქმეში სავარაუდოდ ბრალდების მხარე უკვე გაიზიარა"- ამბობს თოდუა. 

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 3 წლის შემდეგ კიდევ ერთი პირი, გიორგი მენაბდე, დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაში მენაბდის გვარმა თავიდან არაერთხელ გაიჟღერა. ითქვა ისიც, რომ სასულიერო პირის შვილი გარჩევის დროს ზურგის არეში დაიჭრა, თუმცა, მაშინ არც ერთი ოფიციალური უწყება ამ ფაქტს არ ადასტურებდა.  

დეკანოზ შიო მენაბდის შვილს ბრალად ედება არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.