დავით კოდუა ჰოსპიტალიზებულია - ბიზნესმენს კორონავირუსი დაუდგინდა

16.04.21 10:48
დავით კოდუა ჰოსპიტალიზებულია - ბიზნესმენს კორონავირუსი დაუდგინდა

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი დავით კოდუა ჰოსპიტალიზებულია. მას კორონავირუსი დაუდგინდა.

ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ბიზნესმენს, დავით კოდუას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2 დღის წინ შეეფარდა.

ბიზნესმენი დავით კოდუა  ცოლისა და ქალიშვილის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 

კოდუა ცოლი მეუღლის მიმართ პატიმრობის გაუქმებას და შემაკავებელი ორდერის გამოწერას ითხოვს. ბიზნესმენის მეუღლე ამტკიცებს, რომ დაზიანებები სავარძელზე დარტყმის შედეგად მიიღო.