დაიწვა სამი საცხოვრებელი სახლი და 16 სული პირუტყვი – ხანძარი შუახევში

16.04.21 11:24
დაიწვა სამი საცხოვრებელი სახლი და 16 სული პირუტყვი – ხანძარი შუახევში

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულში ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი და 16 სული პირუტყვი დაიწვა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოფელში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი გვიან მივიდა.

მათივე თქმით, ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


სამივე სახლი ტარიელაძეებს ეკუთვნოდა.

 დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი და დროებით ქირით იცხოვრებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ექვსი ბრიგადად მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები