თუ პოლიტიკურ პარტიებს ქუჩის გადაკეტვის უფლება აქვთ, ჩვენ ამისთვის 200 ლარით უნდა დაგვაჯარიმონ? - აქტივისტი

16.04.21 12:00
თუ პოლიტიკურ პარტიებს ქუჩის გადაკეტვის უფლება აქვთ, ჩვენ ამისთვის 200 ლარით უნდა დაგვაჯარიმონ? - აქტივისტი

ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა! -  ასე ფასებენ ქუთაისში მიმდინარე აქციის დროს დაჯარიმებული აქტივისტები პოლიციის ქმედებას.

თუ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ იმის უფლება, ქუჩა გადაკეტონ, ღამე სადაც უნდათ, იქ გაათიონ, უბრალო ადამიანები ამ გაჭირვების ჟამს 200 ლარით უნდა დააჯარიმონ? - კითხულობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაში მონაწილე 30 პირი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 200 -200 ლარით დააჯარიმეს. დაჯარიმების მიზეზი გახდა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მსვლელობა, რა დროსაც აქტივისტებმა  საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეაფერხეს.  

მსგავსი სიახლეები