დაკავება პოლიციელის კბენისთვის - პროკურატურამ გიორგი მუმლაძის პატიმრობა გადაიფიქრა

16.04.21 13:21
დაკავება პოლიციელის კბენისთვის - პროკურატურამ გიორგი მუმლაძის პატიმრობა გადაიფიქრა

პროკურატურამ ილიას უნივერსიტეტის პროფესორის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნა გადაიფიქრა. ბრალდების მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე გიორგი მუმლაძის გათავისუფლების სანაცვლოდ 5 ათას ლარიან გირაოს მოითხოვს. საქალაქო სასამართლოში პროცესი ერთ საათში დაიწყება. 

დაცვის მხარე კი თბილისის საქალაქო სასამართლოში უნივერსიტეტის იმ პროფესორების სიას წარადგენს, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტს და მათ კოლეგას  თავდებში უდგებიან. 

დღეს ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ გიორგი მუმლაძე დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე, ერთი, თუმცა ალტერნატივად შევთავაზებთ სასამართლოს რომ გამოყენებული იქნას პირადი თავდებობა.ჩვენ,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა დავწერეთ თავდებობის შესახებ განცხადებები სასამართლოს მიმართ. მათ შორის, არიან ყოფილი მოსამართლეებიც. ათეუკლობით სამართლის პროფესორია, - ამბობს ადვოკატი.

გიორგი მუმლაძის მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოს ეზოში სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მათ სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ. 

გიორგი მუმლაძის უკანონო პატიმრობა არის „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რადგან ბიძინა ივანიშვილის სჭირდება კიდევ ერთი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ტყვე ვაჭრობისთვის და ასევე, მას სჭირდება, რომ ყველა კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანს გაუგზავნოს შეტყობინება, რო თუ ისინი ხმას აიმაღლებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უკანონობაზე და უსამართლობაზე, ისინი დაისჯებიან პოლიტიკური მართლმსაჯულების მეშვეობით. მე არ მაქვს იმის იმედი, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სასამართლოს მეშვეობით დაქვემდებარებული მონა-მოსამართლეების თანდასწრებით და გამოყენებით გიორგი მუმლას პროცესს სამართლიანად განიხილავენ, - ამბობს მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი, ნოდარ რუხაძე.

გიორგი მუმლაძე მმართველი პარტიის ოფისთან ორი დღის წინდ დააკავეს. სამართალდამცავები  მუმლაძეს პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და ძალადობას ედავებიან. მათ თქმით, მუმლაძემ ერთ-ერთ პოლიციელს უკბინა.