სარალიძის მკვლელობის საქმე - გიორგი მენაბდე გუგა ბარბაქაძის ჩვენების საფუძველზე დააკავეს

16.04.21 13:51
სარალიძის მკვლელობის საქმე - გიორგი მენაბდე  გუგა ბარბაქაძის ჩვენების საფუძველზე დააკავეს

"ტვ. პირველის" კორესპოდენტის ცნობით, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ჩვენი ინფორმაციით, გიორგი მენაბდის წინააღმდეგ ჩვენება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გუგა ბარბაქაძემ მისცა.

აღსანიშნავია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაში მენაბდის გვარმა თავიდან არაერთხელ გაიჟღერა. ითქვა ისიც, რომ სასულიერო პირის შვილი გარჩევის დროს ზურგის არეში დაიჭრა, თუმცა, მაშინ არც ერთი ოფიციალური უწყება ამ ფაქტს არ ადასტურებდა.  

დეკანოზ შიო მენაბდის შვილს ბრალად ედება არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობა. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.