გავრცელებული ინფორმაციით, ,,საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელმა აყვანილი 5 მძევლიდან 4 გაათავისუფლა

16.04.21 14:08
გავრცელებული ინფორმაციით, ,,საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელმა აყვანილი 5 მძევლიდან 4 გაათავისუფლა

 ,,საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელმა აყვანილი 5 მძევლიდან 4 უკვე გაათავისუფლა. ამ წუთებში პოლიცია მძარცველთან მოლაპარაკებას აწარმოებს. 

მძევლებს შორის ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია, დანარჩენი ბანკის მომხმარებელი. 

ამ წუთებში მძევლების დაკითხვა მიმდინარეობს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი შეიარაღებულია როგორც ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე ხელყუმბარით.

,,საქართველოს ბანკის" ავლაბრის ფილიალზე თავდასხმა დღის 12 საათზე მოხდა.