პოლიცია ,,საქართველოს ბანკში" შევიდა
სამართალდამცველები ,,საქართველოს ბანკში" შევიდნენ. სავარაუდოდ, პოლიცია თავდამსხმელის გამოყვანას ცდილობს. შსს-ს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. დაანონსდა მხოლოდ ის, რომ განცხადებას თბილისის პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე, გააკეთებს.