პოლიცია სუსტია კრიმინალთან, მაგრამ ,,ძლიერია" აქტივისტების წინააღმდეგ ბრძოლაში - აკაკი მინაშვილი

16.04.21 14:43
პოლიცია სუსტია კრიმინალთან, მაგრამ ,,ძლიერია" აქტივისტების წინააღმდეგ ბრძოლაში - აკაკი მინაშვილი

ბანკზე თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალა - ასე შეაფასა დღევანდელი თავდასხმის ფაქტი ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა. აკაკი მინაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში კრიმინალმა იმატა და ამას ხელი ხელისუფლების უმოქმედებამაც შეუწყო.

კარგია, რომ ოპერაცია დასრულდა ზიანის გარეშე. თუმცა, ასეთი ხშირი ბანკების ყაჩაღობა, თავდასხმა ადასტურებს, რომ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტურად ვერ მუშაობს.  პოლიცია ბიძინა ივანიშვილის პირად სამსახურად გადაიქცა. ივანიშვილმა ხომ გამოაცხადა, რომ ქართველი ხალხი უნდა მიეჩვიოს კრიმინალის ზრდას.  პოლიცია სუსტია კრიმინალის წინააღმდეგ, მაგრამ ,,ძლიერია" მოსახლეობასა და სამოქალაქო აქტივისტებთან წინააღმდეგ ბრძოლაში - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

დღეს 12 საათზე ,,საქართველოს ბანკის" ავლაბრის ფილიალზე თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელმა იარაღის მუქარით 5 მძევალი აიყვანა. პოლიციამ მძარცველი უკვე აიყვანა. სპეცოპერაცია მსხვერპლის გარეშე დასრულდა.