"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ზუგდიდელი ნიკა წურწუმიაა

16.04.21 14:47
"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ზუგდიდელი ნიკა წურწუმიაა

"პირველების" ინფორმაციით,  თბილისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი ზუგდიდელი ნიკა წურწუმიაა. ჩვენი ინფორმაციით, ის ზუგდიდიდან თბილისში რამდენიმე დღის წინ  ჩამოვიდა. 

"საქართველოს ბანკზე" შეიარაღებული თავდამსხმელი 28 წლისაა.  1993 წელს დაბადებული მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა. 

ირკვევა ისიც, რომ წურწუმიამ იარაღი, რომლითაც ის ბანკის ფილიალს თავს დაესხა, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში, ნისიად იყიდა. 

შეიარაღებული თავდასხმა ,,საქრთველოს ბანკის" ავლაბრის ფილიალზე დღის 12 საათზე მოხდა. 2 საათიანი ოპერაციის შედეგად თავდამსხმელი პოლიციამ აიყვანა. სპეცოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა.