თავდასხმა საქართველოს ბანკზე - ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს

16.04.21 15:33
თავდასხმა საქართველოს ბანკზე - ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს

მორიგი თავდასხმა ,,საქართველოს ბანკზე" -  ოპოზიცია  გაზრდილი კრიმინალის მიზეზად დაუსჯელობის სინდრომს ასახელებს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე, ბადრი ესებუას შემთხვევას იხსენებს, როდესაც ხელისუფლებამ დამნაშავეს თანხა შესთავაზა და ამბობს, რომ ამ ფაქტმა კრიმინალი კიდევ უფრო წაახალისა. 

ის, რაც ავლაბარში მოხდა, პირდაპირი შედეგია იმ უპასუხისმგებლო განცხადებების, რომელსაც აკეთებდა ხელისუფლება, როდესაც ესებუამ აიყვანა მძევლები ,,საქართველოს ბანკის" ფილიალში. როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ მზად არიან, ნებისმიერი თანხა გადაიხადონ. ეს ახალისებს სწორედ კრიმინალს, - ამბობს სერგი კაპანაძე.

სამართალდამცავ სტრუქტურებს უმოქმედობასა და უნიათობაში ადანაშაულებს „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი,  სერგი ჩიხლაძე.

გაზრდილია კრიმინალი, გახსნის მაჩვენებელი შემცირებულია, პლიუს ამას ემატება უკიდურესი გაჭირვება და სამართალმდაცავი სტრუქტურების მოუქნელობა და უმოქმედობა, - აცხადებს ჩიხლაძე.

თბილისში, ავლაბარში მდებარე ,,საქართველოს ბანკის" ფილიალზე დღეს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. პოლიციამ თავდამსხმელი უკვე დააკავა. 
 

მსგავსი სიახლეები