სარალიძის მკვლელობის საქმე - პროკურატურა მენაბდის პატიმრობას ითხოვს

16.04.21 15:39
სარალიძის მკვლელობის საქმე - პროკურატურა მენაბდის პატიმრობას ითხოვს

საქართველოს მთავარმა  პროკურატურამ, დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

შოთაძის უწყება მენაბდის  პატიმრობას ითხოვს. 

ოფიციალური განცხადების თანახმად, დაკავებულმა, სხვა დაკავებულებთან ერთად,  ჯგუფურად, 12 ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვან დავით სარალიძეს: 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩა N4-ში არსებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ფიზიკური დაპირისპირების დროს გ.ჯ.-მ, მ.კ.-მ და გ.მ.-მ, ბასრი საგნების გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, 12 ჭრილობა მიაყენეს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძეს. მიყენებული ჭრილობების- წერია განცხადებაში. 

მენაბდეს ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა - წერია უწყების განცხადებაში.