თუ მუმლაძეს დაიჭერენ, ივანიშვილის იარლიყს კიდევ ერთი პოლიტპატიმარი მიემატება - ოპოზიცია

16.04.21 15:40
თუ მუმლაძეს დაიჭერენ, ივანიშვილის იარლიყს კიდევ ერთი პოლიტპატიმარი მიემატება - ოპოზიცია

თუ მუმლაძეს დაიჭერენ, ის პოლიტიკური პატიმარი იქნება - განაცხადა ,,ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. ბოკერიას მიაჩნია, რომ მსგავსი დაკავებები ჩვენს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს.

თუ მუმლაძეს დააპატიმრებენ, კიდევ ერთი პოლიტპატიმარი მოემატება ივანიშვილის იარლიყს. ამ ტიპის რეპრესიები ჩვენს ქვეყანის პოლიტიკურ კრიზისს ურთულებს, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმს მაინც ვერ გადაარჩენს- აცხადებს გიგა ბოკერია.

გიგი უგულავას კი მიაჩნია, რომ მუმლაძეს ის პირები ასამართლებენ, ვისაც სათანადო კომპეტენცია არ გააჩნია.

მუმლაძეს ასამართლებენ ადამიანები, ვისაც კონსტიტუციაც კი არა აქვთ წაკითხული, ზოგს მოსამართლია მანტია აქვს მოსხმული, ზოგს - პროკურორის და ზოგს - პოლიციის. ისინი თითქოს სახელმწიფოს წარმოადგენენ და სახელმწიფოს სახელით ძალადობენ.  ბოლო 6 თვის განმავლობაში გიორგი მუმლაძე სამოქალაქო პროტესტის ლიდერი იყო და ამიტომ სურთ მისი განეიტრალება. - აღნიშნავს გიგი უგულავა.

ხალხმრავლობაა ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები გიორგი მუმლაძის პროცესის დასრულებას ელოდებიან.  უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა მუმლაძის გათავისუფლებაზე თანახმაა, მაგრამ ხუთი ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ. 

დაცვის მხარე აცხადებს, რომ არ ეთანხმება პროკუროატურის გადაწყვეტილებას და სასამართლოს მუმლაძის დაუყონებლივ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს. ილიას უნივერსიტეტის პროფესორსა და სამოქალაქო აქტივისტს, გიორგი მუმლაძეს, თავდებში უნივერსიტეტის პროფესორები ჩაუდგებიან. დაცვის მხარემ სასამართლოს პროფესორების სია უკვე გადასცა.

აქტივისტისა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, გიორგი მუმლაძის, სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. მუმლაძეს ბრალად ედება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ძალადობა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები