უარი თეა წულუკიანს - ბესო ზანგური თეატრში რჩება

16.04.21 16:28
უარი თეა  წულუკიანს - ბესო ზანგური თეატრში რჩება

ბესო ზანგური თეატრში დარჩება - რუსთაველის თეატრი კულტურის მინისტრის მოთხოვნას არ შეასრულებს. თეატრის დირექტორი, გია თევზაძე, აცხადებს, რომ  მსახიობი თეატრში იმ დრომდე  დარჩება, ვიდრე საგამოძიებო უწყება მის ბრალეულობას არ დაადასტურებს. ის ასევე ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში ზანგურმა თეატრი თავად უნდა დატოვოს. 

ბესო ზანგურმა უნდა დატოვოს რუსთაველის თეატრი და არა რუსთაველის თეატრმა დაატოვებინოს ბესო ზანგურს. დაატოვებინებს იმ შემთხვევაში, თუ იქნება სათანადო ორგანოების გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევაში ბესო ზანგური იმ სპექტაკლებში, რომლებშიც თამაშობდა, არ მიიღებს მონაწილეობას, - ამბობს გია თევზაძე. 

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა,  ორ  დღიანი დუმილი დაარღვია და მსახიობ ბესო ზანგურს თეატრის დატოვებისკენ მოუწოდა. 

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლიანი დუმილის შემდეგ ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური, ძალადობაში ამხილა. 
 

მსგავსი სიახლეები