ჯონ სნოუსთან მსგავსება ჩემთვის ცოტა სასაცილოა, მაგრამ სერიალი არ მინახავს - ვარლამ გოლეთიანი

16.04.21 17:10
ჯონ სნოუსთან მსგავსება ჩემთვის ცოტა სასაცილოა, მაგრამ სერიალი არ მინახავს - ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობის მცველს, ნამოხვანის საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ვარლამ გოლეთიანს, არ უნახავს სერიალი ,,სამეფო კარის თამაშები", რომლის მთავარ გმირს, ჯონ სნოუს, მას ამსგავსებენ.

არა მხოლოდ მე, პროტესტში ჩართული ყველა პირს ამსგავსებენ ვიღაც პესონაჟებს. ეს მსგავსებები და დამთხვევები ჩემთვის ცოტა სასაცილოა. სამწუხაროდ, ეს სერიალი არ მინახავს - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

ვარლამ გოლეთიანი დღეს დიანა ტრაპაიძის გადაცემა ,,დღის ამბებში" იყო მოწვეული. ჟურნალისტმა გადაცემის დასასრულს მას უთხრა, რომ ,,ჯონ სნოუსა და მას შორის არა მარტო ფიზიკური მსგავსებაა, არამედ ხეობის დაცვის  მცდელობაც იდენტურია".

სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეა, აქტიურად ვრცელდება ფოტოები, სადაც ვარლამ გოლეთიანსა და ჯონ სნოუს შორის მსგავსებაა.

მსგავსი სიახლეები