ძვირფასი პიროვნება! - ზუგდიდელები ნიკოლოზ წურწუმიაზე

16.04.21 17:21
ძვირფასი პიროვნება! - ზუგდიდელები ნიკოლოზ წურწუმიაზე

ძვირფასი პიროვნება!  - ზუგდიდელები ნიკოლოზ წურწუმიას დადებით პიროვნად ახასიათებენ, თუმცა ამბობენ, რომ ბავშვობიდან ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და თვითმკვლელობაც კი სცადა. ადგილობრივების ინფორმაციით, ის ზუგდიდში ბოლო რამდენიმე თვეა აღარ გამოჩენილა. 

რამდენიმე თვეა რაც თბილისშია წასული. სანამ წავიდოდა, აქ რომ იყო თვითმკვლელობა სცადა. მეტი არის წესიერი პატიოსანი ბიჭი. მკურნალობდა. არც ნასამართლევია არც არაფერი, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ზუგდიდი სხვა მცხოვრებელი ადასტურებს, რომ წურწუმია წესიერი და პატიოსანი ადამიანია. 

თბილისში იყო, ცოლი მოიყვანაო და  მერე სულ არ გვინახია. პატიოსანი ბაშვი, ზრდილობიანი, ვტირივარ, რომ გავიგე, - ამბობს ზუგდიდის ერთ-ერთი მკვიდრი. 

თბილისში საქართელოს ბანკში დღეს შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა. მისი დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ ის ზუგდიდელი ნიკოლოზ წურწუმიაა.