როგორც კი ჩაგვბარდება ქვითარი, ბანკში აღნიშნულ თანხას გადავიხდით - სამოქალაქო აქტივისტი

16.04.21 17:50
როგორც კი ჩაგვბარდება ქვითარი, ბანკში აღნიშნულ თანხას გადავიხდით - სამოქალაქო აქტივისტი

გიორგი მუმლაძის თავისუფლებისთვის საჭირო გირაოს თანხა უკვე შევაგროვეთ - განაცხადეს სასამართლოშთან შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა. მათი ინფორმაციით, ელოდებიან სასამართლოს ქვითარს, რომ მივიდნენ ბანკში და გირაოს თანხა გადაიხადონ. 

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან გიორგი მუმლაძე არის არა დამნაშავე, არამედ მსხვერპლი. ისინი სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ.

სამოქალაქო აქტივისტსა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორს, გიორგი მუმლაძეს, დღეს სასამართლოს სამი ათასიანი გირაო შეუფარდა.

 

.