პროკურატურამ ავსტრიაში აუცილებელ სამედიცინო პროცედურაზე წასვლის ნებართვა არ მომცა - ნიკა გვარამია

16.04.21 18:08
პროკურატურამ ავსტრიაში აუცილებელ სამედიცინო პროცედურაზე წასვლის ნებართვა არ მომცა - ნიკა გვარამია

საციცოხლოდ მნიშვნელოვანი კვლევების ჩასატარებლად ავსტრიაში უნდა წავსულიყავი, ყველა ფორმალობა მოვაგვარე, მაგრამ პროკურატურამ ქვეყნის დატოვების უფლება არ მომცა - წერს სოციალურ ქსელში ,,მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია. გვარამია აღნიშნავს, რომ გამგზავრებას ერთი კვირის ვადით გეგმავდა.

სასწრაფოდ დამჭირდა ავსტრიაში წასვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო. ავსტრიელმა ექიმებმა ჩამინიშნეს აუცილებელი კვლევები, რომლებიც აქ, სამწუხაროდ, არ ტარდება და სრულიად აუცილებელია ჩემი მდგომარეობის ზუსტი დიაგნოსტირებისთვის და განკურნებისთვის. 
 ავსტრიის სახელმწიფომ მომცა ქვეყანაში შესვლის სპეციალური და საგამონაკლისო საშვი.
პროკურატურას წარვუდგინე ავსტრიელების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია და მივმართე მოთხოვნით, რომ მოეცათ თანხმობა, ერთი კვირით დამეტოვებინა ქვეყანა. ეს არც სასამართლო პროცესების მიმდინარეობას აფერხებს და ცხადია არც სადმე გაქცევას ვაპირებ. 
სასიცოცხლოდ აუცილებელი კვლევების ჩატარებაზე პროკურატურისგან მივიღე უარი. დასაბუთება - არავითარი: მიმალვის საფრთხე. 
სამედიცინო მომსახურება, როგორც აბსოლუტური აუცილებლობა არ მუშაობს. და რა მუშაობს აბა, სიკვდილი, როგორც აბსოლუტური საჭიროება - წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.

 

 

ტვ პირველი უარის თქმის საფუძველს პროკურატურაში არკვევს.

 

მსგავსი სიახლეები