ხორავას ქუჩის საქმე - გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

16.04.21 18:51
ხორავას ქუჩის საქმე - გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა. "ტვ. პირველის" კორესპოდენტის ცნობით, შემდეგი პროცესი, 20 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება. 

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს.

"ტვ. პირველის" ინფორმაციით, გიორგი მენაბდის წინააღმდეგ ჩვენება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გუგა ბარბაქაძემ მისცა.

აღსანიშნავია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაში მენაბდის გვარმა თავიდან არაერთხელ გაიჟღერა. ითქვა ისიც, რომ სასულიერო პირის შვილი გარჩევის დროს ზურგის არეში დაიჭრა, თუმცა, მაშინ არც ერთი ოფიციალური უწყება ამ ფაქტს არ ადასტურებდა.  

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები