სისხლიანი დაპირისპირება ქობულეთში - ძმამ ძმა მოკლა

16.04.21 19:21
სისხლიანი დაპირისპირება ქობულეთში - ძმამ ძმა მოკლა

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში მკვლელობა მოხდა.

"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, ინცინდენტი  ძმებს შორის მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ძმამ სანადირო თოფით ძმის მიმართულებით გასროლა მოახდინა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 40 წლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.


სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, ძმები ერთ ოჯახში ცხოვრობდნენ და კონფლიქტი ადრეც ჰქონდათ. ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ. სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია.