რა ხდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში - ომბუდსმენის წარმომადგენლების შემდეგ ადგილიდან ჟურნალისტებიც გამოაგდეს

16.04.21 20:11
რა ხდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში - ომბუდსმენის წარმომადგენლების შემდეგ ადგილიდან ჟურნალისტებიც გამოაგდეს

აიღეთ კურთხევა საპატრიარქოსგან და შემოგიშვებთ - განუცხადა ტვ პირველის ჟურნალისტს  ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში. პანსიონატის ზედამხედველი აცხადებს, რომ დაწესებულებაში  ბავშვებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი, მაგრამ პანდემიის გავრცელების რისკის გამო იქ უცხო პირებს არ უშვებენ.

 

ვისაც შემოსვლა გინდათ, კურთხევა აიღეთ, ჩვენთან პირობები არის საუკეთესო, გვაქვს ცხელი წყალი, გაზი, სოციალურ მუშაკთან ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, პოლიციაში იკითხეთ, რა ხდება, ფილმია ჩვენზე გადაღებული. კორონას გავრცელების რისკია და უცხო პირებს ვერ შემოვუშვებთ - განუცხადა ტვ პირველს პანსიონატის ზედამხედველმა ქეთევან ჩხარტიშვილმა.

  ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში ამ ეტაპზე 65 ბავშვი ცხოვრობს, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. 

მსგავსი სიახლეები