მისი განზრახვა არ ყოფილა ვინმეს დაყაჩაღება - ნიკა წურწუმიას ადვოკატი

17.04.21 11:07
მისი განზრახვა არ ყოფილა ვინმეს დაყაჩაღება - ნიკა წურწუმიას ადვოკატი

გუშინ "საქართველოს ბანკში" შეჭრილი პირი, ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე ამბობს, რომ მისი განზრახვა  ბანკის დაყაჩაღება არ ყოფილა. წურწუმიას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ, თუმცა ის ჯერჯერობით ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ბრალის წარდგენა მოხდება მეორე ნახევარში, სავარაუდოდ. რაც შეეხება ნიკოლოზ წურწუმიას პოზიცია, ეხლა შევდივარ, რომ მოვინახულო იზოლატორში,გავესაუბრო. მოთხოვნები არ ჰქონია იქ მყოფი პირების მიმართ, ანუ მისი განზრახვა არ ყოფილა ვინმეს დაყაჩაღება," -ამბობს ბარდაველიძე.

შეგახსენებთ, "საქართველოს ბანკის" ავლაბრის ფილიალში, შეიარაღებული პირი გუშინ, დღის  12:00 საათისთვის შეიჭრა და მძევლები აიყვანა.