"ქართული ოცნების" დეპუტატმა მაგინა - მთავარი არხის" ჟურნალისტი
,,ქართული ოცნების" თავდასხმების სერია ჟურნალისტებზე - მმართველი პარტიის წევრმა, ირაკლი ბერაიამ, ,,მთავარი არხის" კორესპონდენტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
,,მთავარი არხის" ჟურნალისტის, ნატა ჯახუტაშვილის, ინფორმაციით, ირაკლი ბერაია დასმულ შეკითხვას გაექცა და როცა დარწმუნდა, კამერა მას არ აფიქსირებდა, გადამღები ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევის თვითმხილველები დაცვის სამსახური და ,,ოცნების" პრეს-სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ.
შემთხვევა მოხდა პარლამენტის ეზოში. დავინახე ირაკლი ბერაია, რომელიც არის პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. მქონდა მასტან კონკრეტული შეკითხვები საოკუპაციო ზოლთან დაკავშირებით, ანუ ზოგადი კითხვები. მას არ უნდოდა კითხვებზე პასუხის გაცემა,. ჩაჯდა მანქანაში და როგორც კი მანქანა დაიძრა და დაინახა, რომ ჩვენ უკვე აღარ ვიღებდით, ფანჯარა ჩამოწია და მე და ჩემს ოპერატორს გვაგინა.
თვითმხილველი არის ,,ოცნების" პრესსამსახური, მიშა ფეიქრიშვილი. - განაცხადა ნატა ჯახუტაშვილმა.