მკვლელობა ბაგებში - ბიზნესმენს 20-მდე ტყვია ესროლეს

24.06.22 19:54
მკვლელობა ბაგებში - ბიზნესმენს 20-მდე ტყვია ესროლეს

"ტვ პირველმა" ბაგები -წყნეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალების გარკვევა შეძლო. 

"პირველებისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილ ბიზნესმენს 20-მდე ტყვია ესროლეს.  მას ჩასაფრება სავარაუდოდ დაქირავებულმა ქილერმა  მოუწყო. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.

მკვლელობის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე პოლიცია მუშაობს. 

მსგავსი სიახლეები