ვინ არის ბაგებში მოკლული ბიზნესმენი? - დეტალები მკვლელობის ადგილიდან
"ტვ პირველის" ინფორმაციით, წყნეთის გზაზე მოკლული ბიზნესმენი, Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი, ლევან კაჭარავა, იგივე "ტილიკაა".
"ტვ პირველის" ინფორმაციით, კაჭარავა ვაკის სასაფლაოებთან, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნემსმენს ჩასაფრება დაქირავებულმა მკვლელმა მოუწყო, როდესაც კაჭარავა კაკლების დასახლებაში სახლისკენ გადაადგილდებოდა. ბიზნესმენს 20-მდე ტყვია აქვს ნასროლი.